суббота, 19 июля 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია - პრეზენტაცია



პრეზენტაციის დღე

ტრენინგი წარიმართა ორ ჯგუფში, პრეზენტაცია გახსნა დედოფლისწყაროს #1  საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო ფიროსმანიშვილმა ( მადლობა სიმამაცისათვის ) . თემა ძალიან ნათლად და საინტერესოდ წარმოაჩინა. ტექნიკური მხარეები ძალიან დახვეწილი. ვიზუალი შექებას იმსახურებს.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არხილოსკალოს საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ნათელა ბუთხუზმა. თემა ძალიან საინტერესო, რომელიც გათვლილია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების 21 საუკუნი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედოფლისწყაროს # 1 საჯარო სკოლის რუსული ენია მასწავლებელმა თავისი იდეით და პრეზენტაციით, რომელიც უშუალოდ შეეხო დღევანდელი მოსწავლე-მასწავლებლის პრობლემას მშოფლიოში.
შექებას იმსახურებს მათემატიკის მასწავლებლის მაია ხუნაშვილის პრეზენტაცია.
მივიღე კოლეგების კომენტარები და რეკომენდაციები.

ყველა მასწავლებლის შრომა დასაფასებელია, ძალიან საინტერესო ინტელის ტრენინგ კურსი გავიარეთ,პროექტებით სწავლება, დიდი მადლობა ამ ცოდნისათვის ჩვენს ტრენერს ქალბატონ  ლალი გიგაურს. მისი შრომა და მონდომება ძალიან დასაფასებელია.
ამ ტრენინგმა ძალიან დიდი ცოდნა მოგვცა თითოეულ მასწავლებელს, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებასა და კრიტიკულ აზროვნებაში, კერძოდ კი  21 საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. კეთებით სწავლება ხომ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ეფექტური მეთოდია, რომელიც დადებით შედეგს იძლევა.

წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს!

Комментариев нет:

Отправить комментарий