воскресенье, 20 июля 2014 г.
суббота, 19 июля 2014 г.
მეცხრე დღის რეფლექსია - პრეზენტაცია
პრეზენტაციის დღე
ტრენინგი წარიმართა ორ ჯგუფში, პრეზენტაცია გახსნა დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო ფიროსმანიშვილმა ( მადლობა სიმამაცისათვის ) . თემა ძალიან ნათლად და საინტერესოდ წარმოაჩინა. ტექნიკური მხარეები ძალიან დახვეწილი. ვიზუალი შექებას იმსახურებს.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არხილოსკალოს საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ნათელა ბუთხუზმა. თემა ძალიან საინტერესო, რომელიც გათვლილია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების 21 საუკუნი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედოფლისწყაროს # 1 საჯარო სკოლის რუსული ენია მასწავლებელმა თავისი იდეით და პრეზენტაციით, რომელიც უშუალოდ შეეხო დღევანდელი მოსწავლე-მასწავლებლის პრობლემას მშოფლიოში.
შექებას იმსახურებს მათემატიკის მასწავლებლის მაია ხუნაშვილის პრეზენტაცია.
მივიღე კოლეგების კომენტარები და რეკომენდაციები.
ყველა მასწავლებლის შრომა დასაფასებელია, ძალიან საინტერესო ინტელის ტრენინგ კურსი გავიარეთ,პროექტებით სწავლება, დიდი მადლობა ამ ცოდნისათვის ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლალი გიგაურს. მისი შრომა და მონდომება ძალიან დასაფასებელია.
ამ ტრენინგმა ძალიან დიდი ცოდნა მოგვცა თითოეულ მასწავლებელს, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებასა და კრიტიკულ აზროვნებაში, კერძოდ კი 21 საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. კეთებით სწავლება ხომ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ეფექტური მეთოდია, რომელიც დადებით შედეგს იძლევა.
წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს!
пятница, 18 июля 2014 г.
მერვე დღის რეფლექსია
- გეგმის შაბლონის განხილვა ინდივიდუალური, შეფასება და კრიტიკა
- განვლილი ტრენინგის გახსენება
- მეხუთე მოდულის შესწავლა
- შეფასების რუბრიკების შექმნა, გაზიარება, ჩემს ფოლდერში დამატება.
- სასწავლო გეგმის შაბლონის კორექტირება.
- პრეზენტაციის ფორმაში დიაგრამის აგების გახსენება
- ბლოგების დიზაინის შეცვლა და გვერდების დამატება
- პორტფოლიოს სრულად მოწესრიგება, პაპკების გაკონტროლება
- პორტფოლიოს პრეზენტაციაში შეფასების რუბრიკის დამატება და ობიექტის ჩასმა.
- პორტფოლიოს დისკ დრაივზე ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე პროექტის პორფოლიოში
- გეგმის შაბლონის განხილვა ინდივიდუალური, შეფასება და კრიტიკა
четверг, 17 июля 2014 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
- დღევანდელი ტრენინგდღის გეგმის გაცნობა.
- როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ?
- როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
- კითხვარი დიფერენცირებული
სწავლების პრაქტიკის შესახებ - მისი შევსება და პორფოლიოში გადატანა
- დიფერენცირებისა
და ტექნოლოგიების ინტეგრირების სამუშაო ფურცელი - კითხვარი შესავსები
-შევავსე.
- პროექტის
გეგმის დასრულება
- პორტფოლიოს
ჩეკლისტის დახმარებით პორტფოლიოს შეფასება
среда, 16 июля 2014 г.
გეომეტრიული ფიგურები -არქიტექტურა-ხელოვნება - -გეგმის შაბლონი (სასწავლო პროცედურები )
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე
მოცემული პროექტი
მოითხოვს მათემატიკის ცოდნას. მოსწავლეებმა წარსული ცოდნა საშინაო დავალების
შესრულებით უნდა გაიხსენონ. საშინაო დავალების ამოცანების პასუხები მოცემულია
საკლასო განხილვისთვის. საშინაო დავალება ორ მიზანს ემსახურება: კონვერსიის
უნარების გავარჯიშება და მასწავლებლისთვის
ინფორმაციის მიწოდება მათემატიკის პროექტისათვის მოსწავლეების მზაობის შესახებ.
სივრცული და სიბრტითი გეომეტრიული ფიგურები
მოსწავლეებს წარუდგინეთ გეომეტრიული ფიგურები, შემდეგი სლაიდშოუების გამოყენებით:
მოსწავლეებს წარუდგინეთ გეომეტრიული ფიგურები, შემდეგი სლაიდშოუების გამოყენებით:
სივრცითი და სიბრტყითი ფიგურები , გეომეტრიული ფიგურების არქიტექტურული და ხელოვნების ნიმუშები ,მოცემული სლაიდშოუები მოიცავს პროექტის
შეკითხვებს: როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში? როგორ ვიყენებთ გეომეტრიული ფიგურების
ცოდნას ცხოვრებაში?
რა როლი უკავია გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურაში. დაასახელეთ სივრცითი და სიბრტყითი გეომეტრიული ფიგურები. რა კავშირია
სივრცით და სიბრტყით გეომეტრიულ ფიგურებს შორის?
თითოეული სლაიდის ჩვენებისას
დასვით კითხვები, რომელიც მოსწავლის მიერ საკითხის გააზრების ხარისხს
განსაზღვრავს. საჭიროებისამებრ, მოსწავლეებს სახელმძღვანელოდან ან ინტერნეტ
რესურსებიდან აღებული დამატებითი მაგალითები წარუდგინეთ ძირითადი ცნებების ცოდნის
გასამყარებლად. ამ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარეთ მოკლე ტესტი, რომლითაც შეაფასებთ
თუ რა ცოდნას ფლობს მოსწავლე გეომეტრიულ ფიგურებზე. ტესტის პასუხები მოცემულია.
ტესტი ორ მიზანს ემსახურება: მათემატიკის, გეომეტრიული ფიგურების გამეორება
და მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის
ინფორმაციის მიწოდება შემდგომ დავალებაზე
გადასვლისათვის, რომელიც ბროშურის შექმნას მოითხოვს, მოსწავლეების მზაობის
შესახებ. საჭიროების შემთხვევაში
მოსწავლეები დამატებით ამეცადინეთ.
პუბლიკაციის შექმნა
მოსწავლეებს
უჩვენეთ გეომეტრიული ფიგურების
დამოუკიდებელი პრაქტიკული მეცადინეობის მოდელი ჯგუფური აქტივობის მაგალითზე.
უხელმძღვანელეთ კლასს სივრცული და სიბრტყითი გეომეტრიული ფიგურების ამოცანის ამოხსნის პროცესში. მიეცით მითითებები, ამოცანის ამოხსნის წერილობითი ფორმით
წარმოდგენის პროცესში და შეამოწმეთ მათი პასუხი. მოსწავლეებს სთხოვეთ ფიგურები
ცხრილებში გადაიტანონ და შექმნან დიაგრამა მონაცემების წარმოსადგენად . თუ
მოსწავლეებს ცხრილის შექმნის პროგრამა არასოდეს გამოუყენებიათ მონაცემების
შეტანისა და დიაგრამების შექმნის მიზნით, მთელ კლასს აუხსენით პროცესი პროექტორის
გამოყენებით და/ან ცხრილის შექმნისთვის შედგენილი დამხმარე საკითხავი
მასალებით.
როდესაც მოსწავლეები
დავალებას დაასრულებენ, მთელ კლასს უჩვენეთ გეომეტრიული ფიგურების შექმნილი
ბროშურა საბოლოო პროდუქტის ნიმუშის სახით.
დაყავით მოსწავლეები
ჯგუფეფად.. თითოეულ ჯგუფს მიეცით მითითება, შექმნან ბროშურა, გეომეტრიულ ფიგურებთან დაკავშირებით და
განხილული იქნება შემდეგი თემატური შეკითხვის პასუხები: როგორ გამოვიყენებთ გეომეტრიულ ფიგურებს ცხოვრებაში?, ისევე, როგორც ზოგადი
შეკითხვა: როგორ გვეხმარება მატემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
შეამოწმეთ, რამდენად
გაიგეს მოსწავლეებმა დავალების არსი და მათი შეფასების კრიტერიუმები. ამისათვის
დაარიგეთ ბროშურის ქულობრივი
შეფასების გზამკვლევი და დაწვრილებით
განიხილეთ პროექტის კრიტერიუმები. მოსწავლეებს სთხოვეთ პარტნიორთან ერთად რუბრიკის
გამოყენებით შეაფასონ მათ მიერ შექმნილი ბროშურა. შემდეგ, მთელ კლასთან ერთად
იმსჯელეთ მოსწავლეების რეიტინგზე და ეცადეთ კონსენსუსს მიაღწიოთ სხვადასხვა
მახასიათებლებისთვის მინიჭებული ქულების თაობაზე.
მოსწავლეებს სთხოვეთ
მოცემული ამოცანებიდან ან თავიანთი მათემატიკის სახელმძღვანელოდან აირჩიონ ერთ-ერთი ამოცანა.
დაავალეთ ფურცელზე ამოხსნან ამოცანა და შემდეგ ამოცანაც და პასუხიც ვიზუალურად წარმოადგინონ. საჭიროებისამებრ
შეიტანონ შესწორებები უნდა მათემატიკურ ნაწილში. ბოლოს კი უნდა შექმნან ბროშურა,
რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
·
ამოცანის
აღწერა და ახსნა
·
ამოცანის
ილუსტრაცია (კლიპარტი ან სკანირებული ნამუშევარი ორიგინალის სახით)
·
გეომეტრიულ
ფიგურებზე განტოლებები და ამოცანის მათემატიკური ამოხსნა
·
დიაგრამა,
სადაც ნაჩვენებია ამოცანის მათემატიკური გამოსახულება
·
კომენტარები
და ანალიზი
სთხოვეთ მოსწავლეებს
თავიანთი ბროშურის საშუალებით მოამზადონ ხუთწუთიანი პრეზენტაცია ამოცანის და მისი
პასუხის შესახებ. ახსენით და განიხილეთ ყველა დამატებითი მასალა, რომელიც
მნიშვნელოვანია, მაგრამ ინდივიდუალურ პრეზენტაციებში გათვალისწინებული არ იყო.
მოსწავლეებს
სთხოვეთ თანაკლასელებს გაუზიარონ შეფასება
პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ. ამისათვის გამოიყენონ ზეპირი პრეზენტაციის
რუბრიკა. მიეცით დრო წყვილებს უკუკავშირის განხილვისა და მიღებული შეფასების
საფუძველზე პრეზენტაციაში ცვლილებების შეტანისთვის.
პროექტის დაწყება
მოსწავლეებს
სთხოვეთ აწარმოონ ინდივიდუალური დღიურები
სადაც აღწერენ პროექტის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას. პროექტის
განმავლობაში განიხილეთ ჩანაწერები რათა შეამოწმოთ გაგების დონე, უზრუნველყოთ
უკუკავშირი და საჭიროებისამებრ მისცეთ მოსწავლეებს მითითებები.
პასუხი უნდა გასცენ პროექტის შეკითხვას: როგორ გამოიყენება გეომეტრიული
ფიგურები ცხოვრებაში? და ზოგად შეკითხვას:
როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
იმისათვის,
რომ მოსწავლეებს დაანახოთ გეომეტრიული
ფიგურების როლი
ცხოვრებაში
, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ანალიზში, გააცანით მათ ვიზუალური ინსტრუმენტი. სანამ მოსწავლეებთან
ვიზუალურ პრეზენტაციას გამოიყენებთ,
დააყენეთ პროექტის პარამეტრები და დაამატეთ ჯგუფები მასწავლებლის სამუშაო სივრცეში. მოსწავლეები
გაანაწილეთ ჯგუფებში და წარმართეთ დისკუსია თემაზე - გეომეტრიულ ფიგურების როლი
არქიტექტურაში?
დასვით შეკითხვა: როგორ გამოვიყენებთ გეომეტრიულ ფიგურებს ყოველდღიურ
ცხოვრებაში?შეგვიქმნია თუ არა ფიგურების მოდელები? მოგვიპირკეთებია თუ არა ფიგურების დახმარებით ეზო ან ბაღები? დისკუსიის
შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ დაასახელონ ის გეომეტრიული ფიგურები, რომელიც უფრო
ფართოდ გამოიყენება არქიტექურაში. გონებრივი იერიშის მეთოდით შეეცადეთ მოსწავლეებს
დაასახელებინოთ 5-5 სივრცული და სიბრტყითი
გეომერტიული ფიგურა და ეს დასახელებები
ცხრილში შეიყვანეთ. მოსწავლეებს სთხოვეთ ფიგურები დაალაგონ თანმიმდევრობით ყველაზე ნაკლებად
გამოყენებადი და ყველაზე ხშირად
გამოყენებადი. შემდეგ ჯგუფებმა კომენტარების გრაფაში უნდა
დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი; ვიდრე, ჯგუფები მუშაობენ, ჩამოიარეთ და გააკეთეთ
ჩანაწერები, გამოიყენეთ გაგების შესამოწმებელი კითხვები და საჭიროებისამებრ
მიაწოდეთ მათ ინფორმაცია. როცა ყველა ჯგუფი დაასრულებს რანჟირებას, სთხოვეთ
თითოეულ ჯგუფს შეადაროს მათ მიერ შესრულებული რანჟირება სხვა ჯგუფების შედეგს.
წარმართეთ დისკუსია ჯგუფების შედეგებს შორის სხვაობების მიზეზთან დაკავშირებით.
შემდეგ მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დააფიქსირონ ინფორმაცია თავიანთ
დღიურებში.
კითხვარის შექმნა
შედგენილი
ჩამონათვალიდან სივრცითი და სიბრტყითი ფიგურები, არჩევანი თვითონ გააკეთონ. ჯგუფებმა უნდა
შექმნან კითხვარი, რომლის საშუალებითაც საზოგადოებისგან შეაგროვებენ ინფორმაციას
მოცემულ საკითხთან დაკავშირებული თემის შესახებ. მოსწავლეებს სთხოვეთ კითხვარი შექმნან
კითხვარების შემდგენი პროგრამის გამოყენებით, როგორიც არის Blogger*, სადაც
შემდეგ გამოაქვეყნებენ თავიათ კითხვებს და შეაგროვებენ ინფორმაციას. განიხილეთ
საიტები მოსწავლეებთან ერთად და გაეცანით მოლოდინებს. გაგზავნეთ წერილები და
მშობლებისგან მიიღეთ პასუხები.
კვლევის ჩატარება
მოსწავლეებს გარკვეული
დრო მიეცით შერჩეული თემის საზოგადოებრივი
გამოკითხვის ჩასატარებლად. სთხოვეთ გადახედონ ადგილობრივ არქიტექტურულ ნაგებობებს და სხვა
წყაროებს, ასევე მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით. შემდეგ მიღებული
ინფორმაცია ინდივიდუალურ დღიურებში უნდა ჩაიწერონ.
სანამ მოსწავლეები
კვლევას ატარებენ, დაგეგმეთ კონფერენციები კითხვებზე პასუხის გასაცემად, მათი
პროგრესის მონიტორინგის და საჭიროებისამებრ, დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად.
მიზეზშედეგობრივი დიაგრამის შექმნა
იმისათვის, რომ
მოსწავლეებს მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების გამოკვლევაში დაეხმაროთ, გააცანით
მიზეზშედეგობრივი დიაგრამის შექმნის ინსტრუმენტი. ვიდრე ამ საშუალებას
გამოიყენებდეთ მოსწავლეებთან ერთად, დაათვალიერეთ
მიზეზშედეგობრივი კვლევის ვებგვერდი და გაეცანით ინსტრუმენტს
დეტალურად.
დააყენეთ პროექტის
პარამეტრები მასწავლებლის სამუშაო სივრცეში და შეამოწმეთ, რამდენად კარგად ესმით
გუნდებს მიცემული დავალება. სთხოვეთ მოსწავლეებს შეხედონ არქიტექტურულ დიაგრამის ნიმუშს საიტზე.
გამოსახულებაზე გათვალისწინებულია უამრავი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს არქიტექტურაზე . შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მათ მიერ შედგენილი
გამოსახულება სრულიად განსხვავებული იქნება, რადგან მათ აქცენტი უნდა გააკეთონ სივრცით სა სიბრტყით ფიგურებს რა აკავშირებთ ერთმანეთთან .
მოსწავლეებს სთხოვეთ შექმნან თავიიანთი მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნან
დიაგარამები და განახლებული მონაცემები
დღიურში დაამატონ. მოსწავლეები წაახალისეთ უფრო მეტი კვლევა ჩაატარონ და
დამატებითი ინფორმაცია გაითვალისწინონ გუნდურად შედგენილ მიზეზ-შედეგობრივ
დიაგრამაზე. გამოიყენეთ საიტზე გაკეთებული კომენტარები უკუკავშირისათვის, როდესაც
ჯგუფი პროექტის შესაბამის პუნქტზე იმუშავებს
პრეზენტაციების მომზადება
მოსწავლეებს სთხოვეთ
მათთვის შერჩეული გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურაში მოამზადონ და წარმოადგინონ 10-15 წუთიანი
პრეზენტაცია სლაიდშოუს სახით. პრეზენტაციები უნდა პასუხობდეს პროექტის
კითხვებს, რა როლი უკავია გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურაში , დაასახელეთ სივრცითი და სიბრტყითი გეომეტრიული ფიგურები. რა კავშირია
სივრცით და სიბრტყით გეომეტრიულ ფიგურებს ასევე ზოგად შეკითხვას, როგორ
გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში? უნდა დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეებმა კარგად
გაიგეს დავალება და შეფასების კრიტერიუმები. ამისათვის დაურიგეთ მათ პროექტის
შეფასების გზამკვლევი და პრეზენტაციის გზამკვლევი. მთელ კლასთან ერთად დაწვრილებით
განიხილეთ პროექტის კრიტერიუმები. კარგად ახსენით პროექტის კითხვები და კიდევ
ერთხელ შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ საბოლოო პრეზენტაციის დაგეგმვის და
განხორციელების დროს უნდა გაითვალისწინონ თანაკლასელების უკუკავშირი წინა
პრეზენტაციიდან.
საბოლოო პრეზენტაციების დასრულება
პრეზენტაციების დღეს
მოსწავლეებს უთხარით, რომ პრეზენტაციებს რიგრიგობით გააკეთებენ და ასევე
რიგრიგობით დასვამენ კითხვებს თითოეული გუნდის მიერ გამოკვლეული გეომეტრიული
ფიგურების როლი ცხოვრებაში და შესაბამისი
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ. როდესაც დამსწრე საზოგადოება კითხვებს სვამს,
ისინი ქალაქის დაპროექტების სამსახურის თანამშრომლების სახელით გამოდიან და
ცდილობენ განსაზღვრონ როგორ გამოიყენონ გოემეტრიული ფიგურები არქიტექტურაში ,გაკვეთილზე მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეთ
ადმინისტრაციის თანამშრომლები და მასწავლებლები.
როდესაც ყველა
პრეზენტაცია დასრულდება, ჩაატარეთ აქტივობის შემდგომი გამოკითხვა და შეაჯამეთ
გამოთქმული მოსაზრებები. პროექტის დასასრულებლად დასვით პროექტის შეკითხვა: რა როლი უკავია გეომეტრიულ ფიგურებს
არქიტექტურაში და ხელოვნებაში?
ასევე, ზოგადი შეკითხვა, როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში ?
წარმართეთ დისკუსია, რომელიც
მიმართულია გეომეტრიული ფიგურების უკეთ შესწავლისკენ, შემდეგ გააკეთეთ საბოლოო
დასკვნები რეალურ ცხოვრებაში ფიგურების შესახებ.
სულ ბოლოს, მოსწავლეებს სთხოვეთ
შეავსონ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების ფორმა, რაც მათ მომავალ პროექტზე
მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება.
воскресенье, 6 июля 2014 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
- განვლილი ტრენინგის გახსენება
- ფოსტაზე კალენდრის შექმნა და მომდევნო ტრენინგების გრაფიკის ჩანიშვნა
- მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნა,
- ინტერნეტში მასალების მოძიება, მოძიებული მასალის ლიტერატურის ჩანიშვნა, საპრეზენტაციო პროგრამაში ჩასმა. შექმნილი პრეზენტაციის გუგლ დრაივის მეშვეობით ბლოგზე გამოქვეყნება და ტრენერის შეფასება ( შენიშვნა - სტატისტიკური გამოკვლევა არ ჩანს, უნდა შევქმნა დიაგრამები )
- შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები
- ბლოგზე ავტვირთე ჩემი ფოლდერი
- დავალება - ნაწილობრივ უნდა შევავსო სასწავლო პროექტის შაბლონი. დავასრულო მოსწავლის ნამუშევარი და ჩავანაცვლო ახლით.
- დღემ წარმატებულად ჩაიარა,
суббота, 5 июля 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
- გავიხსენეთ განვლილი ტრენინგი
- ნაწილობრივ შევავსე სასწავლო გეგმის შაბლონი
- შევქმენი პორტფოლიოს პრეზენტაცია.
- ფოსტაზე გავხსენი დისკ დრაივერი, რომლის საშუალებითაც შევძელი ჩემს ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.
- დღე ძალიან საინტერერსო და ბევრი სიახლით იყო გაჯერებული.
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები შევისწავლე.
- დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ ლალი გიგაურს.
- მივიღე მეორე დღის დავალება: მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შექმნა.
пятница, 4 июля 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსეია
- გასული ტრენინგის გახსენება.
- ბლოგზე მოცემული დავალებების გაცნობა და შეფასება.
- ჩემს ბლოგზე განთავსებული მიზნების და ამოცანების კრიტიკული შეფასება. მიმართულების მოცემა და რედაქტირება. ( შედეგი დადებითი )
- მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები - თემასთან დაკავშირებით. ( საკმაოდ სააზროვნო საკითხი )
- მეორე მოდულის დასასრული.
- ხვალინდელი დღის გეგმები - პრეზენტაცია.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა - როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური კითხვები - როგორ ვიყენებთ გეომეტრიული ფიგურების ცოდნა
ცხოვრებაში?
რა როლი უკავია გეომეტრიულ ფიგურებს
არქიტექტურაში და
ხელოვნებაში?
შინაარსობრივი კითხვები - დაასახელეთ სივრცითი და სიბრტყითი
გეომეტრიული ფიგურები.
რა
კავშირია სივრცით და სიბრტყით გეომეტრიულ
ფიგურებს შორის?
четверг, 3 июля 2014 г.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
პროექტის სასწავლო მიზნები /სწავლის შედეგები
- გეომეტრიულ ობიექტთა შორის მიმართებების დადგენისას და გეომეტრიულ ობიექტთა კლასიფიკაციისას, გაზომვის, შედარებისა და გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას. გარემოში ორიენტირებისას კოორდინატების გამოყენების და არაპირდაპირი გზით ობიექტთა ზომების დადგენას ინდუქციური/დედუქციური მსჯელობისა და ვარაუდის გამოთქმა-შემოწმების უნარის განვითარებას.
•
ფიგურების და ობიექტების ზომების,
აგრეთვე მათ შორის მანძილების, მასის, ტემპერატურის და დროის გასაზომად გზებისა და
მეთოდების პოვნა და გამოყენება; პროცესის ან რეალური ვითარების მოდელირებისათვის
საჭირო მონაცემების შერჩევას და მოპოვებას.
•
ჩვეულ გარემოში მათემატიკური ობიექტებისა და პროცესების შემჩნევასდა მათი თვისებების
გამოყენება მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას;
- მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაციის მოწყობას.
воскресенье, 29 июня 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
- გავიხსენეთ განვლილის დღის თემები.
- დავასრულეთ საპუბლიკაციო ბროშურა
- გადავხედეთ სტატიის დაგეგმვას.
- გადავედით ბლოგებზე მუშაობაზე.
- ავტვირთეთ ჩვენი იდეები და 2 დღის რეფლექსია.
- დავაკომენტარეთ ერთმანეთის იდეები და მოვისმინე ჯანსაღი კრიტიკა.
- ნაწილობრივ შევავსე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენებით.
- მივიღე დავალება :პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები -
суббота, 28 июня 2014 г.
პირველი მოდულის რეფლექსია
პირველი დღის რეფლექსია
1.
გაცნობა: ძალიან სასიამოვნო გარემო და სასიამოვნო ტრენერი.
2.
მესამე დონის ტრენინგი - ინტელი, პროექტებით სწავლება.
3.
პროექტის გეგმები: მიზნები და ამოცანები
4.
საკუთარი ფორტფოლიოს შექმნა
5.
ინტერნეტიდან საჭირო რესურსის გადმოწერა და საკუთარ
ფორტფოლიოში ჩაწერა
6.
ბლოგის შექმნა ( ინტერნეტის ხარვეზი )
მეორე დღის რეფლექსია
1.
პირველი დღის საკითხების გახსენება.
2.
პუბლიკაცია - ბროშურის შექმნა (ვიზუალი-ადვილი; თემა
-რთული )
3.
პროექტის
იდეების გენერირება.
4.
პორექტებით სწავლების როლი მოსწავლის ცხოვრებაში
ჩემი პროექტის იდეა
მათემატიკის სწავლება პროექტების
საშუალებით.
გეომეტრიული ფიგურების როლი ცხოვრებაში:
არქიტექტურა-ხელოვნება
არქიტექტურა-ხელოვნება
ძველი და ახალი ხალიჩები
Подписаться на:
Сообщения (Atom)